ლევან დავითაშვილმა მეტყევეებს ახალი წელი მიულოცა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც სატყეო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და რეგიონში სატყეო მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს ადგილზე გაეცნო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, ლევან დავითაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიიღო სატყეო სექტორის საქმიანობის სპეციფიკისა და დარგში არსებული პრობლემების შესახებ. მცხეთა-მთიანეთის 80-მდე ტყის მცველი, რთული რელიეფური პირობებისა და გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, 24 საათიან რეჟიმში აწარმოებენ პატრულირებას. მინისტრმა მეტყევეებთან ერთად, საშობაო ნაძვის ხეების უკანონო მოპოვებასთან დაკავშირებული კანონდარღვევების პრევენციის მიზნით, წიწვოვანი ტყის კორომების გეგმიური შემოვლა განახორციელა. ლევან დავითაშვილმა მეტყევეებს შობა-ახალი წელი მიულოცა.

"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მთავარი გამოწვევა ბრაკონიერებთან ბრძოლა და კანონდარღვევის პრევენციაა", - აცხადებენ სამინისტროში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა