მამუკა ბახტაძემ ახალი წლის დადგომა საბაჟო პუნქტ  "თბილისის აეროპორტის" თანამშრომლებთან ერთად აღნიშნა

ახალი, 2018 წლის დადგომა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისსაბაჟო დეპარტამენტის საბაჟო-გამშვები პუნქტის, „თბილისის აეროპორტი“ თანამშრომლებთან ერთად აღნიშნა.

უწყების ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით მებაჟე-ოფიცრები კვლავ საკუთარ სამუშაო ადგილებზე იმყოფებიან და ქვეყნის ეკონომიკურ საზღვრებს იცავენ.

მინისტრმა მათ მადლობა გადაუხადა 2017 წელს გაწეული საქმიანობისათვის და ახალ წელს წარმატებები უსურვა.

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩვენს კოლეგებს ახალი წელი მივულოცეთ. გასულ წელს, დაახლოებით, მილიონი მგზავრით გაიზარდა მგზავრთნაკადი თბილისის აეროპორტში. 2018 წელს კიდევ უფრო გაზრდილ ნაკადს ველით და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეების გატარებას ვაპირებთ 2018 წელს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საქართველოს ყველა მოქალაქეს, ჩვენი სამინისტროს ყველა თანამშრომელს, მივცულოცო შობა-ახალი წელი და ვუსურვო წარმატებები“,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

ფინანსთა მინისტრთან ერთად, თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა