გიორგი კვირიკაშვილი - მინდა, საუკეთესო სურვილებით მივულოცო ახალი წლის დადგომა მათ, ვინც თავდაუზოგავად ემსახურება ჩვენს ქვეყანას და ხალხს

მინდა, საუკეთესო სურვილებით მივულოცო ახალი წლის დადგომა მათ, ვინც თავდაუზოგავად ემსახურება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობისადმი საახალწლო მიმართვისას განაცხადა.

”ჩემო თანამემამულეებო, ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! გისურვებთ ბედნიერებას, წარმატებებს, თითოეულ თქვენგანს, თქვენს ოჯახებს! მინდა, საუკეთესო სურვილებით მივულოცო ახალი წლის დადგომა მათ, ვინც თავდაუზოგავად ემსახურება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს. განსაკუთრებით კი, მინდა, მივულოცო ყველა იმ ადამიანს, ვინც ახლაც, ამ წუთებშიც თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებს.

მთელი გულით ვულოცავ ახალ წელს საერთაშორისო მისიების მონაწილე ჩვენს ჯარისკაცებს და ოფიცრებს, რომლებიც სამშობლოსგან შორს, მშვიდობას იცავენ.

ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს მოქალაქეებს! მე ნამდვილად მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ, აღვადგინოთ ნდობა და ერთად ავაშენოთ ჩვენი და ჩვენი შვილების საერთო მომავალი.

ახალ წელს ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს! მშვიდობას და წარმატებას ვუსურვებ მათ. ჩვენ კი ნამდვილად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ იმ ადამიანებს, ვისაც გულით ენატრება სამშობლოში დაბრუნება, ყველა პირობა შევუქმნათ ამისათვის”, -აცხადებს პრემიერი საახალწლო მიმართვაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს