”საქართველოს ბანკის” და ექსპრეს ბანკის ყველა სერვისცენტრი ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას

”საქართველოს ბანკის” და ექსპრეს ბანკის ყველა სერვისცენტრი 3 იანვრიდან ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

ახალი წლის დღეებში სერვისცენტრების მუშაობის განრიგთან დაკავშირებით ”საქართველოს ბანკმა” განცხადება რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.

შესაბამისად, 2018 წლის 1 და 2 იანვარს ისვენებს ”საქართველოს ბანკისა” და ექსპრეს ბანკის ყველა სერვისცენტრი.

”ოთხშაბათს, 3 იანვარს, ”საქართველოს ბანკისა” და ექსპრეს ბანკის სერვისცენტრები ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ.

დეტალური ინფორმაციისთვის მომხმარებელს, ნებისმიერ დროს შეუძლია მიმართოს საქართველოს ბანკის სატელეფონო ცენტრებს ნომრებზე: 2 444 444 და 2 555 555”, - აცხადებენ ”საქართველოს ბანკში”.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო