ნიგერიაში ეკლესიის მრევლზე შეიარაღებულ თავდასხმის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა

ნიგერიაში, რივერსის შტატში ერთ-ერთი ეკლესიის მრევლზე შეიარაღებულ პირთა ჯგუფის თავდასხმის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ონლაინ-გამოცემა Premium Times წერს.

თავდასხმა ორშაბათს, ახალი წლის დადგომის შემდეგ ქალაქ ომოქუს მახლობლად მოხდა. მსხვერპლთა ზუსტ რიცხვს პოლიცია არ ასახელებს.

მასობრივ მკვლელობაზე პასუხისმგელობა საკუთარ თავზე ჯერ რეგიონში მოქმედ არც ერთ რადიკალურ ორგანიზაციას არ აუღია. ნიგერიის უშიშროების სააგენტოს წარმომადგენლის დაკუკუ პიტერსაიდის თქმით, მკვლელობის მიზეზი კერპთაყვანისმცემელთა სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება გახდა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს