ონში გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო

ონში, ე.წ ”საგლოლოს” ტერიტორიაზე გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ონის მერმა, ემზარ საბანაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა და სავარაუდოდ დღის ბოლოსთვის გზაზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ე.წ. საგლოლოს ტერიტორიაზე ჩამოვიდა დიდი ზომის მეწყერი, რის გამოც სატრანსპორტო მოძრაობა შეწყდა.

შემთხვევის ადგილზე გუშინვე იმყოფებოდა ონის მერი, ემზარ საბანაძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს