გიორგი ტყემალაძემ თბილისელებს ახალი წელი მიულოცა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ოჯახთან ერთად ვარკეთილში გამართულ საახალწლო კონცერტს დაესწრო.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საკრებულოს პრესსამსახურიდან აცნობეს, საკრებულოს თავმჯდომარე თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გიორგი ახვლედიანთან და საკრებულოს წევრებთან ერთად ვარკეთილში მეტროთი მივიდა და მეტროპოლიტენის თანამშრომლებსა და მგზავრებს სიმბოლური საახალწლო საჩუქრები გადასცა. მეტროს შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ავტობუსითაც იმგზავრეს და ვარკეთილში გამართულ საახალწლო კონცერტს დაესწრნენ.

"მინდა თბილისელებს 2018 წელი მივულოცო. თითოეულ მათგანს მშვიდობას, სურვილების ასრულებას და სიცოცხლით სავსე ქალაქში ცხოვრებას ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წელი იქნება ძალიან წარმატებული და ის პროექტები, რომლებიც თბილისის მერიის მიერ არის დაგეგმილი, ნამდვილად გადააქცევს თბილისს სიცოცხლით სავსე ქალაქად", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ღონისძიებას მოგვიანებით თბილისის მერი კახა კალაძე ესტუმრა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა