მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭრებს მოუწოდებს, იურისტისა და უფლებადამცველის, ირინა ნოზდროვსკაიას მკვლელების პოვნის მოთხოვნით აქციაზე მივიდნენ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, პარტია „ახალი ძალების“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი თავის მომხრეებს მოუწოდებს, იურისტის და უფლებადამცველის, ირინა ნოზდროვსკაიას მკვლელების პოვნის მოთხოვნით აქციაზე მივიდნენ, - ამის შესახებ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„აღშფოთებული მოქალაქეები შსს-სა და უკრაინის უშიშროების სამსახურის წინ სამართლიანობის მოთხოვნით შეიკრიბებიან. მოვუწოდებ ყველა არაგულგრილ ადამიანს, მათ შეუერთდეს“, - წერს სააკაშვილი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ თვითონ აქციაზე არ მივა, რათა ვინმემ არ თქვას, რომ ტრაგედიის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება სურს. „ვიქნები თუ არა მე აქციაზე? ვიქნები. სულით და გულით. მე თქვენთან ვიქნები, მაგრამ არა ტრიბუნაზე. მოვლენ ჩემი თანამოაზრეები და მეგობრები, რათა შემდეგ ინფორმაციულმა თაღლითებმა არ თქვან, რომ სააკაშვილი ამ მამაცი ქალის სიკვდილს საკუთარი პოლიტიკური სარგებელისთვის იყენებს“, - წერს სააკაშვილი. მან ნოზდროვსკაიას მკვლელობას „დანაშაულებრივი სისტემის მმართველობის“ შედეგი უწოდა.

შეგახსენებთ, რომ 29 დეკემბერს გაუჩინარებული იურისტის ირინა ნოზდროვსკაიას გვამი პოლიციამ 1-ელ იანვარს კიევის ოლქის ვიშგოროდის რაიონში აღმოაჩინა. ნოზდროვსკაია რამდენიმე წლის განმავლობაში საკუთარი დის, სვეტლანა საპატინსკაიას მკვლელობის საქმეს იძიებდა. 2015 წლის 30 სექტემბერს სვეტლანა საპატინსკაია ვიშგოროდის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარის ძმის შვილმა დიმიტრი როსოშანსკიმ მანქანით გაიტანა.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 23.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა