ნიდერლანდებმა და ბელგიამ ტერიტორიების ნაწილი გაცვალა

ნიდერლანდებმა და ბელგიამ ტერიტორიების ნაწილი გაცვალა. 2018 წლიდან ამოქმედდა სახელმწიფოთაშორისო შეთანხმება, რომელმაც ნიდერლანდებსა და ბელგიას შორის საზღვარიშეცვალა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

ტერიტორიის გაცვლა გახდა უნიკალური შემთხვევა ომისშემდგომ ევროპაში, როდესაც ორი ქვეყანა მშვიდობიანად შეთანხმდა საზღვრის ცვლილებაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ნიდერლანდებმა ბელგიისგან უფრო დიდი ტერიტორია მიიღო. ბელგიამ 3 ჰექტარი ფართობის ნახევარკუნძული, ნიდერლანდებმა კი 16 ჰექტარი ფართობის ნახევარკუნძული მიიღო.

საზღვრის კორექტირების მიზეზი ნიდერლანდების ქალაქ ეისდენსა და ბელგიურ მუნიციპალიტეტ ვეზეს შორის, მდინარე მაასის კალაპოტის ცვლილება გახდა.

1960-80-იან წლებში მდინარე მაასზე ინჟენრული სამუშაოების შედეგად ყოფილი ბელგიური კუნძული ნიდერლანდებთან დაკავშირებულ ნახევარკუნძულად იქცა, ხოლო ნიდერლანდური კუნძული ფიზიკურად ბელგიას შეუერთდა. ვინაიდან ორივე ქვეყანა ევროკავშირის და შენგენის ზონაში შედის, რიგითი მცხოვრებლებისთვის ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა, მაგრამ ძალიან ურთულებდა საქმეს სამართალდამცავ სტრუქტურებს. შარშან ყოფილ ბელგიურ ნახევარკუნძულზე პოლიციამ გვამი აღმოაჩინა, ხოლო ბელგიის პოლიცია ტერიტორიაზე ნიდერლანდების ნებართვის გარეშე ვერ შედიოდა. ამის შემდეგ ქვეყნებმა ტერიტორიების გაცვლა გადაწყვიტეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო