მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი საქმის მასალებს გაეცნო, თუმცა, ხვალაც მოითხოვს თუ არა პროცესის გადადებას, არ აკონკრეტებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სოფიო გოგლიჩიძე საქმის მასალებს გაეცნო, თუმცა, ხვალაც მოითხოვს თუ არა პროცესის გადადებას, ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” სააკაშვილის სახაზინო ადვოკატმა, სოფიო გოგლიჩიძემ განუცხადა.

როგორც ცნობილია, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უკვე ორჯერ იმ მიზეზით გადაიდო, რომ ადვოკატმა საქმის მასალების გაცნობის მიზნით დრო ითხოვა.

ადვოკატი წინა პროცესზე აცხადებდა, რომ თუ 3 იანვრისთვის არ ექნება მომზადებული დასკვნითი სიტყვა, შესაძლოა გონივრული ვადა კვლავ მოითხოვოს.

პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი კი ხვალინდელ პროცესზე სოფიო გოგლიჩის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას აპირებს, თუკი ის ”პროცესის გადადებას კვლავ არარეალური მიზეზით მოითხოვს“.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო