კიმ ჩენ ინი - არავის ვემუქრები, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ბირთვული ღილაკი ჩემს სამუშაო მაგიდაზეა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ხალხისადმი საახალწლო მიმართვაში განაცხადა, რომ სამუშაო მაგიდაზე მას უკვე ბირთვული ღილაკი აქვს.

„მე არავის ვემუქრები, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ბირთვული ღილაკი ჩემს სამუშაო მაგიდაზეა“, - განაცხადა კიმ ჩენ ინმა.

მისი თქმით, ბირთვული იარაღის საშუალებით ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ომის დაწყებისგან აკავებს, ხოლო თუ ფხენიანი ბირთვული დარტყმის განხორციელებას თვითონ გადაწყვეტს, მას იერიშის მიტანა აშშ-ს მთელ ტერიტორიაზე შეუძლია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა