ირანში შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ირანში, საპროტესტო აქციების მონაწილეებისა და სამართალდამცველების შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეითედ პრესი“ ირანისსახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, 6 ადამიანი ისპაანის პროვინციის ქალაქ კაჰდარიჯანის პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმისას დაიღუპა, როდესაც მომიტინგეები იარაღის წაღებას ცდილობდნენ. ქალარ ჰომეინიშეჰრში 11 წლის გოგონა და 20 წლის მამაკაცი, ქალაქ ნეჯეფაბადში კი „ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსის“ წევრი დაიღუპა.

თეირანის გუბერნატორის მოადგილე ალი ასგარ ნასერბახტის ინფორმაციით, ბოლო სამი დღის განმავლობაში მიმდინარე პროტესტების დროს მხოლოდ დედაქალაქში 450-მდე ადამიანია დაკავებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო