რუსთავის თეატრში შარლ პეროს ცნობილი ზღაპრის თანამედროვე ინტერპრეტაციის - “კონკია და ჯადოსნური ღამე“ პრემიერა გაიმართა

რუსთავის თეატრში შარლ პეროს ცნობილი ზღაპრის თანამედროვე ინტერპრეტაციის - ,,კონკია და ჯადოსნური ღამე“ პრემიერა გაიმართა. სპექტაკლის რეჟისორი და ინსცენიეების ავტორი გურამ ბრეგაძეა,მხატვარი ლომგულ მურუსიძე, მუსიკალური გაფორმება კი ზურა ინგოროყვას ეკუთვნის.

სპექტაკლი სპეციალურად საშობაოდ, „მერის ნაძვის ხისათვის“ დაიდგა და მასში მონაწილეობას მარიამ კვიტაიშვილი, სოსო ელიზბარაშვილი, ანა შარვაძე, თეონა ხვედელიძე, თეა შარვაშიძე, მაია გელიაშვილი, ნათია არბოლიშვილი,ზურა ფიროსმანაშვილი,ზაზა თაგოშვილი, ალეკო ილარიონი, რეზო კოღოშვილი, მერი ფხოველიშვილი ღებულობენ.

საახალწლო წარმოდგენას დღეს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა შვილთან ერთად, ასევე რუსთაველი პატარები და მათი მშობლები დაესწრნენ.

სპექტაკლზე დასწრება სხვადასხვა სოციალური კატეგორიის, მათ შორის, მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, ასევე შეზღუდული შესაძებლობის მქონე ბავშვებისთვის უფასოა. სადღესასწაულო ღონისძიებაზე მისულ პატარებს რუსთავის მერიისგან საახალწლო საჩუქრებიც დახვდათ.

როგორც „ინტერპრესნიუსს" რუსთავის მერიიიდან აცნობეს, საახალწლო წარმოდგენა მუნიციპალურ თეატრში 2-დან 5 იანვრის ჩათვლით, დღეში ორ სეანსად 12:00 და 14:00 საათზე ჩატარდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს