დონალდ ტრამპი - როგორც იქნა, ირანელმა ხალხმა სასტიკი და კორუმპირებული რეჟიმის წინააღმდეგ მოქმედება დაიწყო

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკა ირანში მიმდინარე პროტესტებზე დაკვირვებას განაგრძობს.

„როგორც იქნა, ირანელმა ხალხმა სასტიკი და კორუმპირებული რეჟიმის წინააღმდეგ მოქმედება დაიწყო. ფული, რომელიც ობამამ ასე სულელურად გადასცა მათ, ტერორიზმის მხარდაჭერაზე დაიხარჯა და მათ „ჯიბეებში“ მოხვდა. ხალხს საკვები აკლია, ინფლაცია დიდია, ირღვევა ადამიანის უფლებები. ამერიკა დაკვირვებას განაგრძობს!“, - დაწერა ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგში.

თეირანში, მეშჰედში, ისპაანსა და ირანის სხვა დიდ ქალაქებში მასობრივი აქციები 28 დეკემბრიდან მიმდინარეობს. ქვეყნის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის თქმით, აქციები შიდა პრობლემებით და გარეშე წაქეზებით არის გამოწვეული. ირანული მედიის ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად 20 ადამიანია დაღუპული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო