ე.წ. ჭკვიანმა კამერებმა ერთ თვეში 31 377 დარღვევა დააფიქსირეს

ე.წ. ჭკვიანმა კამერებმა 2017 წლის 1-ელი ნოემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე, საქართველოს მასშტაბით, 31 377 დარღვევა დააფიქსირეს. „ინტერპრესნიუსმა“ მონაცემები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა.

31 377 ჯარიმიდან 13 581 უკვე გადახდილია, მათგან 8 625 ჯარიმის შემთხვევაში მძღოლებმა 20%-იანი შეღავათით ისარგებლეს და ჯარიმა 10 დღის ვადაში გადაიხადეს.

საქართველოს მასშტაბით დამონტაჟებული 61 ე.წ. ჭკვიანი კამერიდან ერთ-ერთმა კამერამ, რომელიც შიდა ქართლში, კერძოდ, გორშია დამონტაჟებული, ყველაზე მეტი - 5 698 დარღვევა დააფიქსირა. მძღოლებმა აღნიშნულ მონაკვეთზე სიჩქარეს გადააჭარბეს.

შსს-ს მონაცემების მიხედვით, ნოემბერში, აჭარაში არსებული 9 კამერით ჯამში 1 275 დარღვევა დაფიქსირდა; შიდა ქართლში არსებული 3 კამერით 6 441 ჯარიმა გამოიწერა; იმერეთში არსებულმა 14 კამერამ 5 288 დარღვევა დააფიქსირა; კახეთში ერთი კამერაა და 4 ჯარიმა გამოიწერა, მცხეთა-მთიანეთში არსებული 1 კამერით 62 დარღვევა დაფიქსირდა, ხოლო თბილისში დამონტაჟებულმა 33 კამერამ 18 307 ჯარიმა დაწერა.

ე.წ. ჭკვიანი კამერები 2017 წლის პირველი ნოემბრიდან ამოქმედდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა