სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს განახლდება

სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს განახლდება. 25 დეკემბრის სხდომაზე მოსამართლე გიორგი არევაძემ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, სოფიო გოგლიჩიძის შუამდგომლობა სხდომის გადადებასთან დაკავშირებით.

პროცესს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ. მათ პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორები შეძახილებით გააცილეს. სასამართლოში შეკრებილმა მხარდამჭერებმა პროკურორებს მონები უწოდეს.

აღსანიშნავია, რომ პროკურორმა სააკაშვილის ადვოკატი სხდომის გადადების მოთხოვნის დაყენების გამო სიცრუესა და პროცესის გაჭიანურების მცდელობაში დაადანაშაულა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს