სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი ისევ უგონოდაა

პანკისში სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მაჩალიკაშვილის დედამ მედიკო მარგოშვილმა განუცხადა, ექიმები ყველაფერს აკეთებენ, თუმცა შედეგი ჯერჯერობით, არ არის. მან შვილი გუშინ, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მოინახულა. მაჩალიკაშვილი უგონო მდგომარეობაში იმყოფება.

„ჩვენ გვინდა სხვა ქვეყანაში გადაყვანა ან ექიმების მოწვევა, მაგრამ ამ მხრივაც ჯერ არაფერი სიახლე არ გვაქვს“, - განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

მაჩალიკაშვილის დის, ნატა მაჩალიკაშვილის თქმით, ოჯახი დაჭრილის გერმანიაში ან თურქეთში გადაყვანას აპირებს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტრანსპორტირება არ შეიძლება.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. სპეცოპერაციის დროს 4 პირი დააკავეს. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს