მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი საქმის მასალებს გაეცნო, თუმცა, დღესაც მოითხოვს თუ არა პროცესის გადადებას, არ აკონკრეტებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სოფიო გოგლიჩიძე საქმის მასალებს გაეცნო, თუმცა, დღესაც მოითხოვს თუ არა პროცესის გადადებას, ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” სააკაშვილის სახაზინო ადვოკატმა, სოფიო გოგლიჩიძემ განუცხადა.

როგორც ცნობილია, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უკვე ორჯერ იმ მიზეზით გადაიდო, რომ ადვოკატმა საქმის მასალების გაცნობის მიზნით დრო ითხოვა.

ადვოკატი წინა პროცესზე აცხადებდა, რომ თუ 3 იანვრისთვის არ ექნება მომზადებული დასკვნითი სიტყვა, შესაძლოა გონივრული ვადა კვლავ მოითხოვოს.

პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი კი დღევანდელ პროცესზე სოფიო გოგლიჩის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას აპირებს, თუკი ის ”პროცესის გადადებას კვლავ არარეალური მიზეზით მოითხოვს“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა