ირანის უშიშროების საბჭოს მდივანი - ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების უკან აშშ, დიდი ბრიტანეთი და საუდის არაბეთი დგანან

ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივნის, ალი შამხანის განცხადებით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების უკან აშშ, დიდი ბრიტანეთი და საუდის არაბეთი დგანან. ამის შესახებ სააგენტო „ტასნიმი“ იუწყება.

მისი თქმით, სწორედ ეს ქვეყნები ხელმძღვანელობენ სოციალურ ქსელებში წამოწყებულ კამპანიებს. „ჩვენი ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ირანის წინააღმდეგ მიმართული ჰეშთეგების დაახლოებით 27% საუდის არაბეთის მთავრობამ შექმნა. უცხო ქვეყნების ასეთი ჩარევა მიზნად ირანის განვითარების შეფერხებას ისახავს. ეს პროტესტები რამდენიმე დღეში დასრულდება“, - განაცხადა შამხანიმ.

თეირანში, მეშჰედში, ისპაანსა და ირანის სხვა დიდ ქალაქებში მასობრივი აქციები 28 დეკემბრიდან დაიწყო. ქვეყნის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის თქმით, აქციები შიდა პრობლემებით და გარეშე წაქეზებით არის გამოწვეული. ირანული მედიის ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად 10 ადამიანია დაღუპული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა