ეგვიპტეს ხელისუფლებამ სიკვდილით დასაჯა ხუთი პატიმარი, რომელთა მიმართაც სამხედრო ტრიბუნალს ტერორიზმის ბრალდებით სასიკვდილო განაჩენი ჰქონდა გამოტანანილი, - ამის შესახებ „ალ-ჯაზირა“ იუწყება.
სასიკვდილო განაჩენი სისრულეში გუშინ დილით, ალექსანდრიის პროვინციაში მოიყვანეს. აღნიშნულ პირებს სიკვდილით დასჯა 2015 წელს კფარ შეიხის სტადიონზე მომხდარი ტერაქტის გამო მიესაჯათ. ტერაქტის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.
უფლებადაცვითი ორგანიზაციები აღნიშნულ განაჩენს უსამართლოს, ეჭვმიტანილებს კი პოლიტპატიმრებს უწოდებდნენ.