დონალდ ტრამპი - გთხოვთ, კიმ ჩენ ინის დაუძლურებული რეჟიმიდან ვინმეს უთხარით, რომ მეც მაქვს ბირთვული ღილაკი, თანაც ჩემი უფრო ძლიერია, ვიდრე მისი

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. „ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ბირთვული ღილაკი ახლა უკვე მის სამუშაო მაგიდაზეა. გთხოვთ, ვინმეს მისი დაუძლურებული და ნაშიმშილები რეჟიმიდან, უთხარით, რომ მეც მაქვს ბირთვული ღილაკი, მაგრამ ჩემი უფრო დიდი და ძლიერია, ვიდრე მისი და თანაც მუშაა!“ - წერს ტრამპი „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგში.

შეგახსენებთ, რომ ხალხისადმი საახალწლო მიმართვაში კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ სამუშაო მაგიდაზე მას უკვე ბირთვული ღილაკი აქვს.

„მე არავის ვემუქრები, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ბირთვული ღილაკი ჩემს სამუშაო მაგიდაზეა“, - განაცხადა კიმ ჩენ ინმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს