დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ პალესტინა ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს არ წარმართავს, ფინანსურ დახმარებას შეუწყვეტს

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ პალესტინა ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს არ წარმართავს, ფინანსურ დახმარებას შეუწყვეტს. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.

„ჩვენ მილიარდობით დოლარს ვუხდით არაფრის გამო არა მხოლოდ პაკისტანს, არამედ სხვა სახელმწიფოებსაც. ჩვენ ყოველწლიურად პალესტინას ასობით მილიონ დოლარს ვაძლევთ, მაგრამ ისინი ამას არ აფასებენ და პატივისცემასაც არ ავლენენ ჩვენს მიმართ. მათ ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმართვაც კი არ სურთ. ჩვენ იერუსალიმის საკითხი დღის წესრიგიდან მოვხსენით, რაც მოლაპარაკებების რთული ნაწილი იყო. თუმცა, პალესტინელებს არ სურთ სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმართვა, მაშ, რატომ უნდა გადავუხადოთ მათ ამდენი ფული?“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო