ჰონდურასში პრეზიდენტობის დამარცხებული კანდიდატი ინაუგურაციის გამართვას გეგმავს

ჰონდურასში ოპოზიციის ლიდერებმა ხალხს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბების გამო აჯანყებისკენ მოუწოდა, დამარცხებულმა კანდიდატმა სალვადორ ნასრალამ კი საკუთარი ინაუგურაციის მომზადების შესახებ განაცხადა.

„27 იანვრიდან სახალხო აჯანყება იწყება, ხალხი არ დაემორჩილება უზურპატორების მთავრობას, ჩვენ მათ ქუჩებში დავუპირისპირდებით“, - განაცხადა ოპოზიციური ალიანსის კოორდინატორმა, ჰონდურასის ყოფილმა პრეზიდენტმა მანუელ სელაიამ.

თავის მხრივ, ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა სალვადორ ნასრალამ განაცხადა, რომ მზად არის პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას შეუდგეს. „მე ჰონდურასის პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას 27 იანვარს დავიწყებ“, - განაცხადა მან.

ჰონდურასში საპრეზიდენტო არჩევნები 26 ნოემბერს ჩატარდა, მაგრამ მოქმედი პრეზიდენტის ხუან ორლანდო ერნანდესის გამარჯვების შესახებ მხოლოდ დეკემბრის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი. ოპოზიციამ მძლავრი საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლებიც მასობრივ არეულობებში გადაიზარდა. დაიღუპა სულ მცირე 30 ადამიანი. მომიტინგეები მეორე ტურის გამართვას ან ხმების გადათვლას ითხოვდნენ, ხელისუფლებამ კი კომენდანტის საათი შემოიღო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა