დონალდ ტრამპი „წლის ყველაზე უნამუსო და მოსყიდული მედიისთვის“ ჯილდოს მინიჭებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი „წლის ყველაზე უნამუსო და მოსყიდული მედიისთვის“ ჯილდოს მინიჭებას გეგმავს. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.

„ორშაბათს, 5 საათზე, ჯილდოს გამოვაცხადებ წლის ყველაზე უნამუსო და მოსყიდული მედიისთვის. კრიტერიუმად გამოვიყენებ უნამუსობას და ცუდ გაშუქებას სხვადასხვა კატეგორიებში. არ გამოტოვოთ!“ - დაწერა დონალდ ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი რეგულარულად აკრიტიკებს წამყვან მედიასაშუალებებს, განსაკუთრებით კი ტელეარხ CNN-ს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო