თეთრი სახლის პრესმდივანი - ჩვენ ვხედავთ ნამდვილ სახალხო აჯანყებას, რომლის უკან მამაცი ირანელები დგანან

თეთრი სახლის პრესმდივნის სარა სანდერსის განცხადებით, ირანში სახალხო აჯანყებაა და საერთაშორისო საზოგადოება გვერდზე ვერ დადგება.

მისი თქმით, „არაეფექტური მმართველობისა და კორუფციის წლებმა გამოიწვიეს ის, რომ ირანელებმა თავიანთი ლიდერებისადმი ნდობა დაკარგეს“.

„ქვეყანაში ფასები იზრდება, ხოლო ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი მოქალაქეების სახსრებს უცხოური შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერაზე ხარჯავს. ირანელი ხალხი აღშფოთებულია კორუფციის ზრდით. ისინი დაიღალნენ თავიანთი დაუნდობელი და კორუმპირებული ლიდერების გამო“, - აღნიშნა სარა სანდერსმა.

როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა განაცხადა, ის, რაც ახლა ირანში ხდება ნამდვილი სახალხო აჯანყებაა.

„შედეგად, ჩვენ ვხედავთ ნამდვილ სახალხო აჯანყებას, რომლის უკან მამაცი ირანელები დგანან. საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა შეინარჩუნოს დუმილი, როგორც ეს ადრე ხდებოდა“, - განაცხადა მან.

სარა სანდერსმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება იმის თაობაზე აღადგინოს თუ არა სასანქციო რეჟიმი ირანთან მიმართებაში.

თეირანში, მეშჰედში, ისპაანსა და ირანის სხვა დიდ ქალაქებში მასობრივი აქციები 28 დეკემბრიდან დაიწყო. ქვეყნის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის თქმით, აქციები შიდა პრობლემებით და გარე ძალების წაქეზებით არის გამოწვეული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო