ექიმი - თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა, შეიძლება ითქვას კრიტიკულიც

პაციენტის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა, შეიძლება ითქვას კრიტიკულიც, - ამის შესახებ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს ექიმმა ზაზა ლურსმანაშვილმა პანკისში სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

ზაზა ლურსმანაშვილის განმარტებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა არ შეცვლილა - არც გაუარესებულა და არც დადებითი დინამიკა შეიმჩნევა.

რაც შეეხება, ოჯახის სურვილს უცხო ქვეყნიდან ექიმი-სპეციალისტის მოწვევის თაობაზე, ზაზა ლურსმანაშვილის თქმით, გუშინ ელოდებოდნენ სპეციალისტს, თუმცა ამ დრომდე კლინიკაში არ მისულა.

“ექიმის სხვა ქვეყნიდან მოწვევის თაობაზე საქმის კურსში ჩაგვაყენა პაციენტის მამამ, ჩვენც ველოდებოდით გუშინ საღამოს, მაგრამ ამ დრომდე ექიმი ჩვენს კლინიკაში არ გამოჩენილა”, - განაცხადა ზაზა ლურსმანაშვილმა.

მისივე განმარტებით, პაციენტის ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობიდან გამომდინარე, ტრანსპორტირება, მისი გადაადგილება როგორც ავტომობილით, ასევე თვითმფრინავით დიდ რისკებს უკავშირდება.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის 26 დეკემბერს პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრეს.

იხილეთ ვიდეო: მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა, შეიძლება ითქვას კრიტიკულიც - თემირლან მაჩალიკაშვილის ექიმი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო