ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან 50 წლამდე მამაკაცი გადმოვარდა. ის ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.