აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, რუსეთი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ერეოდა და ეს ტრამპისთვის ცნობილია

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის ეროვნული უშიშროების საკითხებში, გენერალ-ლეიტენანტ ჰერბერტ მაკმასტერის განცხადებით, რუსეთი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ერეოდა და ეს დონალდ ტრამპისთვის ცნობილია. ამის შესახებ მაკმასტერმა „ამერიკის ხმის“ რუსულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

„რუსეთი იყენებს დეზინფორმაციას, პროპაგანდას და სოციალურ ქსელებს, რათა წარმოშვას განხეთქილება ჩვენს საზოგადოებაში და სოციალური ჯგუფები ერთმანეთს დაუპირისპიროს. რუსეთი აქტიურობდა ევროპაშიც - საფრანგეთში გამართულ არჩევნებზე, კატალონიის რეფერენდუმზე. ჩვენ დავაფიქსირეთ მათი აქტიურობა მექსიკაში, ისინი მონტენეგროში პუტჩის ორგანიზებასაც ცდილობდნენ. დესტაბილიზაციის გამომწვევი რუსული კამპანიის სააშკარაოზე გამოტანა არის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა.

მისი თქმით, რუსეთი მსგავს საქმიანობასთან საკუთარ კავშირს დღემდე არ აღიარებს, მაგრამ მას ეს სულ უფრო არადამაჯერებლად გამოსდის.

„იგივე ადამიანები ამბობენ, რომ თვითმფრინავი არ ჩამოუგდიათ და ხალხი არ მოუკლავთ, რომ მათი ჯარისკაცები ყირიმსა და უკრაინაში არ დგანან, რომ არ უჭერენ მხარს სირიულ რეჟიმს, რომელმაც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეა. დღეს ამის აღარავის სჯერა“, - აღნიშნა მაკმასტერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა