ადვოკატი მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას მოითხოვს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას მოითხოვს. სააკაშვილის ადვოკატი, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს გირგვლიანის საქმეზე, სახელმწიფოს ხარჯზე იცავს, დღეს დასკვნით სიტყვას იტყვის. როგორც სოფიო გოგლიჩიძემ აღნიშნა, ის საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებაზე გაამახვილებს ყურადღებას და მასზე სასამართლოს საკუთარ არგუმენტაციას ეტყვის.

"საქმეში არსებული მტკიცებულებები მაძლევს იმის მოთხოვნის საფუძველს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგეს", - განაცხადა სოფიო გოგლიჩიძემ.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედება. კერძოდ, პროკურატურა მას მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალების ნაწილში ედავება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა