უშგულის მოსახლეობას 10 დღეა ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს

უშგულის მოსახელობას რამდენიმე დღეა ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. უშგულის გამგებლის, ანზორ რატიანის თქმით, ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება.

„უხვი ნალექის გამო დაზიანდა სადენები, რის გამოც 10 დღეა ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით პრობლემებია შექმნილი. ასევე იყო გზის პრობლემა. უშგული-კალას მონაკვეთზე ორ ადგილას ჩამოწვა ზვავი. ამ წუთებში სპეციალური ტექნიკა მუშაობს და გზაც გაიხსნება“,- განაცხადა რატიანმა.

მესტიის მერის, ნელი ნავრიანის თქმით, უშგულის გარდა ელექტროენერგიის პრობლემა სხვაგან არ დაფიქსირებულა.

„სვანეთში ბოლო წლებია ელექტროენერგიის მოხმარება უპრეცედენტოდ გაიზარდა. საჭიროა დამატებითი ენერგოსადგურები, ამასთან, გამოსაცვლელია ძველი ელქტრობოძები“, - აღნიშნა ნავერიანმა.

თავის მხრივ, "ენერგო-პრო-ჯორჯიაში" ადასტურებენ, რომ უშგულს ელექტროენერგია 21-დან 31- მდე შეზღუდვით მიეწოდებოდა.

"იყო ავარიული გამორთვები რამოდენიმე საათით, თუმცა ისე, რომ მთელი დღე ელექტროენერგიის გარეშე ყოფილიყო უშგული, არ ყოფილა", - აცხადებენ კომპანიაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო