მიხეილ სააკაშვილი - გადავწყვიტე სააპელაციო სასამართლოში მომეყვანა ჩემი ვაჟი, რადგან რომ გაიზრდება, ემახსოვრება როგორ გამოიყურებოდა საბჭოთა კავშირი

უკრაინის სააპელაციო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით უკრაინის გენერალური პროკურატურის საჩივრის განხილვა დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში მეუღლე სანდრა რულოვსთან და უმცროს ვაჟთან, ნიკოლოზ სააკაშვილთან ერთად მივიდა. პროცესის დაწყებამდე მან ჟურნალისტებს განცხადებით მიმართა.

„ამ პროცესებისგან მე უკვე გული მერევა, მაგრამ მე მაინც დავდივარ ყველა დაკითხვასა თუ სასამართლოზე. ყველა უკრაინელმა იცის, რომ ეს უსამართლობაა. ამ სასამართლოსაც როგორმე გადავიტან, მე ამაზე უარესი ამბებიც გადამიტანია.

მე გადავწყვიტე მომეყვანა აქ ჩემი ვაჟი, იმიტომ რომ ისტორიისთვის ეს ძალიან საინტერესო პრეცედენტია. როდესაც ის გაიზრდება, მას ემახსოვრება ეს პროცესი და ეცოდინება, როგორ გამოიყურებოდა საბჭოთა კავშირი“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს