მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი მოსამართლეს - თუ თქვენ გამოიტანთ გამამტყუნებელ განაჩენს, ეს იქნება კონსტიტუციის დარღვევა

ბატონო მოსამართლე, თუ თქვენ მიიღებთ გამამტყუნებელ განაჩენს, ეს იქნება კონსტიტუციის დარღვევა, - ასე მიმართა სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მოსამართლეს, დასკვნითი სიტყვის წარდგენისას.

სოფიო გოგლიჩიძემ ყურადღება საქმის უპრეცედენტულობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ არსად არ მომხდარა პრეზიდენტის დევნა იმის გამო, რომ მან კონსტიტუციური უფლებამოსილება გამოიყენა.

"უპრეცედენტოა ეს საქმე, ვინაიდან არ არსებობს არც ერთ ქვეყანაში მაგალითი იმისა, რომ პრეზიდენტი დასჯილიყო საკუთარი კონსტიტუციური უფლების გამოყენებისათვის. ბრალდების მხარე აპელირებს კანონის უზენაესობაზე, თუმცა თავად თელავს მას ფეხქვეშ. ბატონო მოსამართლე, თუ თქვენ მიიღებთ გამამტყუნებელ განაჩენს, ეს იქნება კონსტიტუციის დარღვევა", - განაცხადა გოგლიჩიძემ სასამართლოზე და იქვე დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედება. კერძოდ, პროკურატურა მას მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალების ნაწილში ედავება. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული პროცესი საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს