მიხეილ სააკაშვილი - კიევსა და თბილისში ჩემს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი იწყება - ოლიგარქები ახერხებენ მოლაპარაკებას, თუმცა არ ვიცოდი, რომ ასეთი სულელები არიან

საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებას თავში მოუვიდა დეკემბერში ჩემს წინააღმდეგ პროცესი დაენიშნათ გამოგონილი ბრალდებით, რომელსაც არავინ აღიარებს არც ევროპაში, არც ამერიკაში და არც უკრაინაში, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

„დღეს საქართველოში განაჩენი გამოაქვთ. 10 წუთის წინ საქართველოში ჩემს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო. ზუსტად ამ დროს უკრაინაში იწყება სასამართლო პროცესი ჩემს წინააღმდეგ. ფიქრობთ ეს შემთხვევითაა? ფიქრობთ დამთხვევაა, რომ ერთსა და იმავე დროს კიევსა და თბილისში სასამართლო პროცესი იწყება ჩემს წინააღმდეგ? ოლიგარქები ახერხებენ ერთმანეთში მოლაპარაკებას, თუმცა არ ვიცოდი, რომ ასეთი სულელები არიან. სხვადასხვა დღეებში შეეძლოთ მაინც სასამართლო დაენიშნათ. სასამართლოს შემდეგ საიმიგრაციო სასამართლო სტატუსს ჩამომართმევს უკრაინაში და მოლაპარაკებების შემდეგ დაიწყებენ ჩემი საქართველოში ექსტრადირების პროცესს. გნებავთ კიდევ რამე მტკიცებულებები? ყველაფერი მარტივია. თავხედები არიან და თავიანთ განზრახვას არ მალავენ“, - აღნიშნა მან.

უკრაინის სააპელაციო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით უკრაინის გენერალური პროკურატურის საჩივრის განხილვა დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში მეუღლე სანდრა რულოვსთან და უმცროს ვაჟთან, ნიკოლოზ სააკაშვილთან ერთად მივიდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს