აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახური - ჩვენ საქართველოს გიორგი ლუკავა გადავეცით, ეს იყო პატიმართა გაცვლის პროცესის ნაწილი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახური ქართული მხარისთვის გიორგი ლუკავას გადმოცემის გარშემო აფხაზურ საზოგადოებაში გაჩენილ პოლემიკას ეხმაურება.

„2017 წლის 25 დეკემბერს საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე აფხაზურმა მხარემ საქართველოს გიორგი ლუკავა გადასცა. აღნიშნული აქტი იყო პატიმართა გაცვლის პროცესის ნაწილი, რომელიც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობის თხოვნით დავიწყეთ.

2008 წლის მოვლენების შედეგად ტყვედ ჩავარდნენ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები, რომელთაც საქართველოში ხანგრძლივი, მათ შორის სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ. ამის შემდეგ აფხაზური, ოსური და ქართული მხარეები პატიმართა გაცვლაზე შეთანხმდნენ.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ლუკავა ქართული მხარის მიერ წარმოდგენილ სიაში ფიგურირებდა, მაგრამ მისი გადაცემა მაშინ შევაჩერეთ. მოგვიანებით, ის და სამხრეთ ოსეთში დაკავებული გიორგი გიუნაშვილი გავცვალეთ ბესლან კვიცინიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ როლანდ ჟიბაზე, რომელიც თავს საქართველოს აფარებდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ წლების მანძილზე საქართველოს აფარებენ თავს აფხაზეთის რიგი მოქალაქეები, რომლებმაც მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს, მათ შორის არის რუსი დიპლომატის დიმიტრი ვიშერნევის მკვლელი. ჟენევის დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში აფხაზური მხარე მათი გადმოცემისთვის ყველაფერს აკეთებს.

შესაძლოა, ვინმეს არ მოსწონს ის ფაქტი, რომ აფხაზეთის მოქალაქეები, რომლებმაც კანონი დაარღვიეს და საქართველოს აფარებენ თავს, აფხაზეთში ჩამოგვყავს და პასუხს ვაგებინებთ.

პატიმართა გაცვლის პრაქტიკა მთელ მსოფლიოშია გავრცელებული და საერთაშორისო ურთიერთობების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ამის გათვალისწინებით მოვუწოდებთ მოქალაქეებს გამოიჩინონ სიმშვიდე და არ აყვნენ პროვოკაციულ მოწოდებებს“, - ნათქვამია ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს