ადვოკატი - ვერსიებია, რომ მაჩალიკაშვილის გადაყვანა განხორციელდეს გერმანიის, ისრაელის ან თურქეთის კლინიკაში, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის

არის ვერსიები, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის გადაყვანა განხორციელდეს გერმანიის, ისრაელის ან თურქეთის კლინიკაში, თუმცა ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, - ამის შესახებ მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა კონსილიუმის დამთავრების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. კონსილიუმს თავად მარიამ კუბლაშვილიც ესწრებოდა, რომლის განმარტებითაც შეხვედრაზე მოსკოვიდან მოწვეულმა სპეციალისტმა განმეორებით ოპერაციის ჩატარება მიზანშეწონილად არ მიიჩნია, ხოლო რეაბილიტაციის კურსის მაღალი ხარისხით წარმართვის რეკომენდაცია გასცა.

მისივე თქმით, პაციენტის მკურნალობასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ სრული მხარდაჭერა გამოთქვა.

“დღის ბოლოს კონსილიუმი გაიმართება და ექიმები მიიღებენ გადაწყვეტილებას ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით - რამდენად სარისკო იქნება, აიღებს თუ არა პასუხისმგებლობას უშუალოდ ის კლინიკა, რომელიც მოახდენს ტრანსპორტირებას, ვინაიდან ჩვენი ექიმები ამაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ. მოწვეულია სპეციალისტი მოსკოვის ბურდენკოს სახელობის ნეიროქირურგიის ცენტრიდან, რომელმაც თავისი პოზიცია დააფიქსირა, რომ ამჯერად განმეორებით ოპერაცია მიზანშეწონილი არ არის და უბრალოდ რეაბილიტაციის პერიოდი უნდა იყოს რაც შეიძლება მაღალი ხარისხის”, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

მან მოწვეული სპეციალისტის ვინაობის გამხელა არ ისურვა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს