მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით უკრაინის გენპროკურატურის საჩივრის განხილვა 11 იანვრამდე გადაიდო

კიევის სააპელაციო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით უკრაინის გენერალური პროკურატურის საჩივრის განხილვა 11 იანვრამდე გადაიდო. ასეთი გადაწყვეტილება მოსამართლე ოლეგ პრისიაჟნიუკმა მიიღო.

სხდომის გადადების მიზეზი გახდა ის, რომ სასამართლოზე გამოცხადდა მხოლოდ ერთი დეპუტატი მათგან, რომლებიც სააკაშვილს პირველი ინსტანციის სასამართლოზე თავდებში ჩაუდგნენ.

კიევის სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ დეპუტატი იური დერევიანკო გამოცხადდა, ხოლო კიდევ ერთი დეპუტატი - ვიტალი კუპრი გზაში იმყოფებოდა.

დეპუტატები იგორ ლუცენკო, ელენა შკრუმი, იულია ტიმოშენკო, დმიტრო დობროდომოვი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ანატოლი გრიცენკო სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ.

მოსამართლე პრისიაჟნიუკმა აღნიშნა, რომ პროცესუალური კოდექსის თანახმად, აღნიშნული ყველა პირი სასამართლო სხდომას უნდა დასწრებოდა.

კიევის სააპელაციო სასამართლოში საჩივრის განხილვა 11 იანვარს, ადგილობრივი დროით 13:10 საათზე გაიმართება.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა