უკრაინის საგარეო უწყება -ზიგმარ გაბრიელის ვიზიტისას მთავარი საკითხი იქნება გერმანიის, საფრანგეთისა და ნორმანდიის ფორმატის როლი რუსული აგრესიის საპასუხოდ

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ზიგმარ გაბრიელის ვიზიტისას საუბრის მთავარი საკითხი იქნება გერმანიის, საფრანგეთისა და ნორმანდიის ფორმატის როლი რუსული აგრესიის საპასუხოდ. „ამასთან დაკავშირებით, მინისტრი განიხილავს სამომავლო ერთობლივ ნაბიჯებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღსადგენად, ასევე რუსების მიერ დატყვევებული უკრაინელების განთავისუფლების საკითხს“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ზიგმარ გაბრიელის ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

ზიგმარ გაბრიელი უკრაინაში დღეს უნდა ჩავიდეს, სადაც თავის კოლეგასთან, პავლო კლიმკინთან ერთად მინსკის ხელშეკრულების პირობების დანერგვაზე უნდა ისაუბროს.

შეხვედრის შემდეგ გაბრიელი და კლიმკინი უკრაინის აღმოსავლეთ ტერიტორიებს ეწვევიან, სადაც სადემარკაციო ხაზს დაათვალიერებენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს