ადვოკატი - სააკაშვილის მიმართ სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სოფიო გოგლიჩიძე მიიჩნევს, რომ გირგვლიანის საქმეზე მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს. როგორც გოგლიჩიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც სააკაშვილის ბრალდებას დაადასტურებს.

"შევეხე თითქმის ყველა საკითხს რის საშუალებასაც საქმის მასალები მაძლევდა. გავამახვილე ყველა საკითხზე ყურადღება, როგორც სამართლებრივ, ასევე მათ შორის პოლიტიკურ საკითხზე. საქმეში არ არსებობს ერთი მტკიცებულებაც კი რაც დაადასტურებდა მიხეილ სააკაშვილის მიმართ წაყენებულ ბრალდებას. აქედან გამომდინარე, სასამართლომ უნდა გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი",- განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილთან კონტაქტი არ ჰქონია.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმის სასამართლო განხილვა დასრულდა. მოსამართლე გიორგი არევაძე განაჩენის გამოსატანად, სათათბიროდ გავიდა. მანამდე კი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით დაცვის მხარემ მიმართა. ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, რომელიც მას სახელმწიფოს ხარჯზე იცავს, სასამართლოს ის არგუმენტაცია გააცნო, რის საფუძველზეც აღნიშნულ საქმეზე მის გამართლებას ითხოვს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა