ზესტაფონში მერიის ყოფილმა თანამშრომლებმა აქცია გამართეს

ზესტაფონში, მერიის შენობასთან ყოფილმა თანამშრომლებმა აქცია გამართეს. მუნიციპალიტეტის სოფლების წარმომადგენლებმა და სპეციალისტებმა მათი გათავისუფლების შესახებ მერიის გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მერიამ ხელშეკრულება 25 თანამშრომელს აღარ გაუგრძელა. აქციის მონაწილეების თქმით, მერიის გადაწყვეტილება უკანონოა.

"სოფლის დეპუტატმა პოლიტიკური ნიშნით გამომიცხადა დევნა. მე ყოფილი დეპუტატის კახა შავგულიძის კადრად მომიაზრებს, რის გამოც გამათავისუფლა სამსახურიდან,"-განაცხადა სოფელ ქვედა საქარის კოორდინაციის განყოფილების ყოფილმა სპეციალისტმა ელზა ნებიერიძემ.

ზესტაფონის მერიაში განმარტავენ, რომ მერიაში რეორგანიზაცია მოხდა. მერის მოადგილემ, დავით ჩირგაძემ განაცხადა, რომ რეორგანიზაციის შედეგად შემცირდა 19 შტატი, დანარჩენ შტატებზე კი კონკურსი უნდა გამოცხადდეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო