ექიმი - თემირლან მაჩალიკაშვილის საზღვარგარეთ ტრანსპორტირების საკითხზე კონსილიუმის მეორე ეტაპი დასრულდა, თუმცა გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხდა

თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და საზღვარგარეთ მისი ტრანსპორტირების თაობაზე კონსილიუმის მეორე ეტაპი დასრულდა, თუმცა გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა ზაზა ლურსმანაშვილმა განუცხადა.

როგორც ზაზა ლურსმანაშვილმა განმარტა, ჯერჯერობით ღიად რჩება საკითხი, რამდენად დასაშვებია თემირლან მაჩალიკაშვილის ტრასპორტირება სააზღვარგარეთ სამკურნალოდ, ვინაიდან პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმე რჩება. მისივე თქმით, კიდევ ერთი კონსილიუმის მოწვევაა დაგეგმილი.

„ჩატარდა კონსილიუმი, მოწვეული სპეციალისტების მონაწილეობით. ჯერჯერობით იყო სიტუაციების გაცნობა, დამატებითი დეტალები განიხილეს, ახლა მიმდინარეობს ამ დეტალების კიდევ უფრო საფუძვლიანად შესწავალა. შემდგომში კიდევ ჩატარდება კონსილიუმი და ამის შემდეგ იქნება უფრო კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული. თუ დადგება ტრანსპორტირების საკითხი, ბუნებრივია, ეს მოხდება საჰაერო გზით, ვინაიდან ავტომანქანით მისი გადადგილება რისკებთან არის დაკავშირებული. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება კონსილიუმს არ მიუღია. იყო ძალიან აქტიური მსჯელობა, ამ პროცესში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტროც, ცოტა მოგვიანებით შედგება კონსლიუმი და ამის შემდეგ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული“, - განაცხადა ზაზა ლურსმანაშვილმა.

როგორც ექიმმა განმარტა, ბოლო 24 საათის განმავლობაში თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა პრაქტიკულად არ შეცვლილა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმე რჩება. მისივე განმარტებით, მკურნალობის პროცესში მოსკოვიდან ჩამოსული ექიმიც არის ჩართული.

„ამ ექიმმა არ ჩათვალა საჭიროდ ნეიროქირურგიული ჩარევა და რა თქმა უნდა, აქცენტი გაკეთდა პაციენტის რეანიმაციულ მოვლაზე“, - განაცხადა ექიმმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო