მიხეილ სააკაშვილი - დღეს ცრუ ბრალდებებზე დაყრდნობით განაჩენს გამომიტანენ

ჩემთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას რომ აპირებდნენ, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წყაროებმა იქამდე მითხრეს, ვიდრე ამას გააკეთებდნენ, - ამის შესახებ დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, წყარომ მის დაპატიმრებამდე ოთხი დღით ადრე ისიც შეატყობინა, რომ დაიჭერდნენ და ასეც მოხდა.

„იმავე წყარომ შემატყობინა, რომ 29 დეკემბერს შედგა სატელეფონო საუბარი ვლადიმერ პუტინსა და პეტრო პოროშენკოს შორის, სადაც ტყვეების გაცვლის საკითხთან ერთად ჩემი სისხლის სამართლის საქმეზეც ისაუბრეს. პუტინმა ასევე მიუთითა, რომ კურჩენკოსთვის დაევალებინათ რაღაცის დადასტურება ან მოგონება. მსურს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გასცეს პასუხი კითხვას, შედგა თუ არა საუბარი. პუტინი თავადაც არ მალავს, რომ ჩემით არის დაინტერესებული. ბოლო კონფერენციაზე ჩემი სახელი 12-ჯერ ახსენა, ხოლო როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ თქვა, უკრაინის სირცხვილია, რომ ციხეში არ ვზივარ. პუტინმა პოროშენკოს უთხრა, რომ ასეთ რამეს რუსეთში არ დაუშვებდა, რითაც მითითება მისცა პოროშენკოს. მოსკოვიდან „გაზპრომის“ მსხვილ აქციონერს, ივანიშვილს მიუთითეს, რომ საქართველოში 3 იანვრისთვის ჩემი სასამართლო პროცესი დაესრულებინათ, რასაც დღეს გააკეთებენ. დღეს ცრუ ბრალდებებზე დაყრდნობით განაჩენს გამომიტანენ,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის საქმეებზე დღეს კიევსა და თბილისში პროცესები ერთდროულად მიმდინარეობდა. თბილისის საქალაქო სასამართლო სანდრო გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილისთვის განაჩენის გამოსატანად გავიდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა