პროკურორები იმედოვნებენ, რომ გირგვლიანის საქმეზე, სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება

პროკურორები იმედოვნებენ, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება. როგორც ჟურნალისტებს პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა განუცხადა, დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა კონკრეტული ფაქტებით და მტკიცებულებებით გამყარებული არ იყო.

”მოვისმინეთ დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა. მისი დიდი ნაწილი საკონსტიტუციო სამართლის ლექციას ეძღვნებოდა. გარკვეული ნაწილი ეძღვნებოდა მასმედიის სხვადასხვა საშუალებებში ინტერვიუების ამონარიდს, ხოლო დაახლოებით 1/3 ეხებოდა საქმეს. დაცვის მხარემ დაკითხული ყველა მოწმე გამოიყვანა იმ ასპექტში, თითქოს ყველა მათგანს ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პირადი მტრობა ჰქონდა, აქედან გამომდინარე იძლეოდნენ ჩვენებებს და მათი სანდოობის ხარისხი დაბალია. დაცვის მხარე ამავდროულად აპელირებდა დათა ახალაიაზე, რომლის ჩვენებითაც თითქოსდა ბათილდებოდა მტკიცებულებები. თუმცა, დაცვის მხარეს გამორჩა, რომ თავად დათა ახალაია ამ საქმეზე ბრალდებულია და ის სიმართლის მღაღადებლად ვერ შეირაცხება. ეს ადამიანი პირდაპირ არის დაინტერესებული ამ საქმის ბედით, შესაბამისად, ვერანაირად ვერ იქნება ობიექტური. დაცვის მხარის რეალური სამართლებრივი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ, გარდა იმისა, რომ ის ყველაფერზე აპელირებდა, რომ ეს იყო პოლიტიკური დევნა. ეს სამართლებრივი არგუმენტი არ არის. ეს უნდა იყოს გამყარებული კონკრეტული ფაქტებით და მტკიცებულებებით. შესაბამისად, მე მაქვს იმედი, რომ საქმეზე დადგება გამამართლებელი განაჩენი”, - განაცხადა ნადარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმის სასამართლო განხილვა დასრულდა. მოსამართლე გიორგი არევაძე განაჩენის გამოსატანად, სათათბიროდ გავიდა. მანამდე კი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით დაცვის მხარემ მიმართა. ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, რომელიც მას სახელმწიფოს ხარჯზე იცავს, სასამართლოს ის არგუმენტაცია გააცნო, რის საფუძველზეც აღნიშნულ საქმეზე მის გამართლებას ითხოვს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს