მიხეილ სააკაშვილი - აქციების თარიღებზე ყველა პარტია ერთად უნდა ჩამოვყალიბდეთ, რათა არავინ უწოდოს მათ „მიხო მაიდანი“ და „სააკაშვილის აქციები“

ჩვენ გავაგრძელებთ სამართლიანობისთვის ბრძოლას. როდესაც აქციების მოწყობაზე ვსაუბრობთ, კონკრეტული თარიღები არ უნდა დავასახელოთ, სანამ ყველა ოპოზიციური პარტია არ გაივლის კონსულტაციას. მე მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პარტიას, რათა ერთად გავარჩიოთ ეს საკითხები, ერთად ჩამოვყალიბდეთ თარიღებზე, რათა შემდეგ არავინ უწოდოს ამას „მიხო მაიდანი“, სააკაშვილის აქციები და ა.შ. - ეს განცხადება დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მან ასევე განაცხადა, რომ მის დასაპატიმრებლად ჩატარებული სპეცოპერაცია შეუძლებელია მხოლოდ უკრაინის მთავრობის დაგეგმილი ყოფილიყო და ФСБ დაადანაშაულა მონაწილეობაში.

„რუსეთის სამთავრობო ვერტიკალიდან ახლა ყველა ჩემს გაჩუმებასა და საქართველოსთვის, უფრო სწორად კი ქართველი ოლიგარქებისთვის გადაცემას ცდილობს. არ მჯერა, რომ კიევის ცენტრში ჩატარებული სპეცოპერაცია მხოლოდ უკრაინელების დაგეგმილი იყო. ეს იყო ФСБ-ს ოპერაცია. მათ ასე ორი კურდღლის დაჭერა სურდათ - ჩემი ციხეში ჩასმა და უკრაინის მთავრობის უძლურების წარმოჩენა. პირველი არც ისე, თუმცა მეორე ნამდვილად 100%-ით გამოუვიდათ. მე ვიცი ФСБ როგორც მუშაობს, ეს მათი ნამოქმედარია,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს