თურქეთმა ტრამპი და ნეთანიაჰუ ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციების მხარდაჭერაში დაადანაშაულა

თურქეთმა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციების მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თურქული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ირანში მიმდინარე დემონსტრაციებს მხოლოდ ორი ადამიანი უჭერს მხარს - ტრამპი და ნეთანიაჰუ. ირანში სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანი თემაა თურქეთისთვის“, - განაცხადა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთი მხარს არ უჭერს გარედან ირანის საქმეებში ჩარევას.

„თუ ირანში ხელმძღვანელობა შეიცვლება, ამას ირანელი ხალხი გააკეთებს. ჩვენ ძალიან დადებითად ვაფასებთ პრეზიდენტ რუჰანის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. საჭიროა ძალადობისა და პროვოკაციების თავიდან აცილება“, - დასძინა მან.

თეირანში, მეშჰედში, ისპაჰანსა და ირანის სხვა დიდ ქალაქებში მასობრივი აქციები 28 დეკემბრიდან დაიწყო. ქვეყნის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის თქმით, აქციები შიდა პრობლემებით და გარე ძალების წაქეზებით არის გამოწვეული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა