კახეთის გუბერნატორი - პანკისის ხეობის მცხოვრებლებთან შეხვედრაზე სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაციები გავცვალეთ

პანკისში, კახეთის გუბერნატორსა და მოსახლეობას შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრაზე საუბარი გასული წლის 29 დეკემბერს, ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას შეეხებოდა.

"შეხვედრა ინფორმაციული ხასიათის იყო. ვესაუბრე 30-მდე ადგილობრივს და მათ შორის უხუცესებს. გავცვალეთ ინფორმაციები. კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ სპეცოპერაციის შესახებ. ვისაუბრეთ, რომ მთავარი და მნიშვნელოვანია, ქვეყანაში იყოს მშვიდობა და დაცული იყოს მოქალაქეთა უსაფრთხოება, რისთვისაც სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს. როგორც ხეობის მცხოვრებლები, მეც მათ შორის ველოდები გამოძიების შედეგებს, მანამდე კი რაიმე დასკვნის გაკეთება ნაადრევია. ვფიქრობ, ნაყოფიერი შეხვედრა იყო და პერიოდულად კიდევ ვგეგმავ ასეთ შეხვედრებს ხეობის მოსახლეობასთან", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო