ახალი წლის ღამეს ქუთაისში დაბადებული ბავშვები მერიისგან 1000-1000 ლარს მიიღებენ

ახალი წლის ღამეს ქუთაისში დაბადებული ბავშვები მერიისგან 1000-1000 ლარს მიიღებენ. პირველი იანვრის ღამეს ქუთაისში ოთხი ბავშვი დაიბადა.

პირველი ბავშვი, გაბრიელ კვირაია ქუთაისის N 3 სამშობიარო სახლში გაჩნდა. ახალშობილი ოჯახის მესამე შვილია. პატარა პირველი იანვრის ღამესვე მოინახულა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და დედას და ახალშობილს სიბოლური საჩუქრები გადასცა.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს საბუთების შესწავლა და ახალშობილები, რომლებიც ქუთაისის მკვიდრნი არიან, მერიისგან საჩუქრებს მიიღებენ.

ბიუჯეტში გასულ წელს 5 000 ლარი იყო გათვალისწინებული. თითო ახალშობილს საჩუქრად 1000 ლარი გადაეცემა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს