მალხაზ მაჩალიკაშვილი - ჩამოსულმა ექიმმა თქვა, რომ ოპერაცია მაღალ დონეზეა ჩატარებული, თემირლანისთვის ყველაფერი კეთდება

პანკისში, სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, მოხდება თუ არა მისი შვილის ტრანსპორტირება საზღვარგარეთ მკურნალობის გასაგრძელებლად.

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში მიმდინარე მკურნალობის პროცესში ჩართულია სხვა ქვეყნის ექიმი, რომელმაც განაცხადა, რომ ამ დროისთვის თემირლან მაჩალიკაშვილზე მკურნალობის პროცესი მაღალ დონეზეა ჩატარებული.

„ჯერ კრიზისიდან უნდა გამოვიდეს. დღეს არის მერვე დღე. ხვალ კრიზისის მეცხრე დღეა. უნდა შეხედონ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას და როგორც ვიცი, ამის მერე გადაწყდება ტრანსპორტირება. ჩამოსულმა ექიმმა თქვა, რომ ოპერაცია მაღალ დონეზეა ჩატარებული. მკურნალობა მიმდინარეობს ისე, როგორც ევროპულ ქვეყნებში. რაც შეიძლებოდა, მაქსიმუმი გაკეთდა ამ კლინიკაში. თემირლანისთვის ყველაფერი კეთდება“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობას წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკაში გადის.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს