ზაზა ლურსმანაშვილი - კონსილიუმი თემირლან მაჩალიკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე შეთანხმდა

თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კონსილიუმის წევრებს შორის სატელეფონო კომუნიკაცია შედგა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, პროფესორმა ზაზა ლურსმანაშვილმა განუცხადა, კონსილიუმი საქართველოს საზღვრებს გარეთ შესაბამისი კლინიკის მოძიებასა და ამ კლინიკაში თემირლან მაჩალიკაშვილის გადაყვანაზე შეთანხმდა. მისი თქმით, შესაბამის კლინიკას ჯანდაცვის სამინისტრო მოიძიებს.

”სატელეფონო კომუნიკაცია შედგა. რისკების შეფასებით, შევთანხმდით, რომ მოიძებნოს შესაბამისი კლინიკა, რაზეც ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურ რეჟიმში იზრუნებს. შემდეგ გავუგზავნით ამ კლინიკას პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტაციას და ამ პროცედურების გავლის შემდეგ მოხდება მისი გადაყვანა”, - განაცხადა ლურსმანაშვილმა. მისივე თქმით, გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებულია მაჩალიკაშვილის ოჯახიც.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის 26 დეკემბერს პანკისში, სპეცოპერაციის დროს დაჭრეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა