ამერიკის ექსპრეზიდენტის ფოტოგრაფმა ბირთვული ჩემოდნის ფოტოები გამოაქვეყნა

ამერიკის ექსპრეზიდენტის ბარაქ ობამას ოფიციალურმა ფოტოგრაფმა პით სოუზამ „ინსტაგრამში“ ამერიკის პრეზიდენტის ბირთვული ჩემოდნის ფოტოები გამოაქვეყნა.

აღნიშნული ფოტოები მან მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ამჟამინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან პოლემიკისას განაცხადა, რომ მისი „ბირთვული ღილაკი“ უფრო დიდი და ძლიერია, ვიდრე მისი ოპონენტის.InterPressNews.Ge

ერთ-ერთ საარქივო ფოტოზე ჩანს, თეთრი სახლის თანამშრომელი, რომელსაც ბორტ ნომერ ერთზე ააქვს ამერიკის სტრატეგიული თავდაცვის სისტემის მობილური მართვის ჩანთა. მეორე ფოტოზე „წითელი ღილაკი“ ჩანს, რომელიც ოვალურ კაბინეტში ამერიკის პრეზიდენტის სამუშაო მაგიდაზეა დამონტაჟებული. პრეზიდენტის გერბის პანელზე არის წარწერა „Hard things are hard“ (რთული გადაწყვეტილებები რთულად მისაღებია). „საბედნიეროდ, აქ წითელი ღილაკი ომის დასაწყებად არ არის - ის თანაშემწის დასაძახებლად გამოიყენება“, - განმარტავს სოუზა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო