თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ეპიზოდს დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი შეისწავლის

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ეპიზოდს დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი შეისწავლის.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა, დამოუკიდებელი ექსპერტი დაადგენს, იყო თუ არა გადაუდებელი აუცილებლობა მაჩალიკაშვილის მიმართ სროლა.

მისივე თქმით, დამატებით დეტალებზე იმ საკითხებთან დაკავშირებით, რის შესწავლასაც დამოუკიდებელი ექსპერტი განახორციელებს, ამ დროისთვის არ აპირებს, რათა მათზე ზემოქმედება არ მოხდეს. ადვოკატის ინფორმაციით, დამოუკიდებელი ექსპერტი სამუშაოებს მომდევნო დღეების განმავლობაში დაიწყებს, მანამდე კი სხვადასხვა დეტალებს დაამუშავებს. კუბლაშვილსა და დამოუკიდებელ ექსპერტს შორის დღეს ხელშეკრულებაც გაფორმდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა